ერდოღანისა და ზელენსკის შეხვედრა

„ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანი მხარეებს მოუწოდებს, უკრაინაში არსებული კრიზისი მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოაგვარონ.

თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ თურქეთის პოზიცია ყირიმის არაღიარებასთან მიმართებით, კვლავ მტკიცედ უცვლელია.

მოამბე

დატოვე კომენტარი