ერდოღანისა და პუტინის სატელეფონი საუბარი

„მშვიდობის მოწოდებები, მოსკოვს და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტითა და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით“, – მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ მარცვლეულის დერეფანთან, ტყვეების გაცვლასთან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს, დადებითი შედეგები აქვს. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზეც ისაუბრეს. მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში ტალ-რიფაატისა და მანბიჯის ქურთული სამხედრო ჯგუფებისგან გასაწმენდად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.