ერდოღანის გამარჯვება თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში

თურქეთის პრეზიდენტი მომდევნო ხუთი წელი კვლავ რეჯეფ ტაიპ ერდოღანი იქნება. ის თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა, რის შემდეგაც სტამბოლსა და ანკარაში ერდოღანის მომხრეების შეკრება დაიწყო.

რა განცხადება გააკეთა ახალარჩეულმა პრეზიდენტმა და როგორია მოსახლეობის შეფასება შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლევან ახალაია და პაატა ჯორჯიაშვილი აშუქებენ მოვლენებს და გვიერთდებიან სტამბოლიდან პირდაპირ ეთერში.