ერდოღანი ტრამპს ტელეფონით ესაუბრა

15:05, 06.01.2026

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა, თურქეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები, განსაკუთრებით კი – ღაზის სექტორსა და ვენესუელაში არსებული ვითარება განიხილეს. დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ვენესუელა არ უნდა ჩაითრიონ არასტაბილურობაში. მისი თქმით, თურქეთი და თურქი ხალხი გააგრძელებენ ვენესუელის ხალხის მხარდაჭერას მათ ბრძოლაში კეთილდღეობისთვის, მშვიდობისა და განვითარებისთვის.

მსგავსი