ერაყში კომენდანტის საათი ამოქმედდა

ერაყში ყველა სოციალური ქსელი დაბლოკეს.

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან მესამე დღეს ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა. მოქალაქეებს ბაღდადსა და კიდევ  რამდენიმე მსხვილ  ქალაქში საღამოს 5 საათის შემდეგ გადაადგილება ეკრძალებათ. დაღუპულია 18 და დაშავებულია  700-ზე მეტი ადამიანი. სამართალდამცველებთან ერთად მობილიზებული არიან შეიარაღებული ძალებიც. შეზღუდვების მიუხედავად, საპროტესტო მუხტი მაინც არ ცხრება ახალი მთავრობის მიმართ, რომელიც ხელისუფლებაში ერაყის სამოქალაქო ომის დასრულებისა  და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ შარშან ჩატარებული არჩევნების შედეგად მოვიდა.

დატოვე კომენტარი