ერ-რიადის აეროპორტზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. ეს მიმდინარე კვირაში, აეროპორტზე განხორციელებული მესამე თავდასხმა იყო. დაღუპულთა შორის არიან: საუდის არაბეთის, ბანგლადეშის, პალესტინის და ამერიკის მოქალაქეები. მედიის ინფორმაციით, თავდასხმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდა. განგაში არც საფრთხის შესახებ გამაფრთხილებელ სისტემას გამოუცხადებია. თავდასხმის შემდეგ აეროპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა და ერ რიადიდან ყველა ავია-რეისი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა. „ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მათ ერ რიადის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაჩერეს, თუმცა პარალელურად მზადყოფნა გამოთქვეს შეთანხმებაზე, რომ აეროპორტები, საზღვაო პორტები და ჰუმანიტარული დანიშნულების სხვა ობიექტები სამხედრო დაპირისპირების მიღმა დარჩეს.