ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - საყდრისქედის კანკელი
  • XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ერთნავიანი ე.წ. საყდრისქედის ეკლესია დმანისის ნაქალაქარის გარეუბანში მდებარეობს და იგი უშუალოდ დმანისის მმართველი ელიტის მოღვაწეობას უკავშირდება. ეკლესიის არქეოლოგიურ გათხრებისას აღმოჩენილი წარწერები უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის ქალაქის მოსახლეობის მაღალი სოციალური წრის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ეთნიკურ-კონფესიური სურათის, ქალაქის მმართველობის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკლესიის
  • ნანგრევებში აღმოჩენილი საუცხოო ჩუქურთმებით შემკული ტუფის ქვის კანკელი, რომელიც ამჟამად გამოფენილია ახლადგახსნილი ბოლნისის მუზეუმის შუა საუკუნეების ექსპოზიციაზე.

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია