ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობა

ექიმების საქმიანობაზე კონტროლი მკაცრდება.

პროფესიული გადაცდომების შემსწავლელი საბჭო თვის განმავლობაში უფრო ინტენსიურად შეიკრიბება და კონკრეტულ საქმეებს შეისწავლის. მიზეზად საბჭოს მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა და საქმეების მოკვლევის გაჭიანურების პრევენციაა. მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტული კლინიკებს, ან მედიკოსებს უჩივიან, ზოგჯერ გადაწყვეტილებებს წლობით ელოდებიან. ამ ცვლილების გარდა სიახლეა მოსალოდნელი ექიმის შეცდომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების კუთხითაც. ექიმების პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს.