ეპშტეინის მასალები

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ შტატებში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის სახლები გაჩხრიკა. საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ ჩატარდა, რაც ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირების შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც მედია იუწყება, პოლიციამ ჩხრეკა მანდელსონის უილტშირისა და ლონდონის სამხრეთით მდებარე ორ სახლში ჩაატარა. ცნობისთვის, პიტერ მანდელსონმა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლეიბორისტული პარტია სწორედ ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ დატოვა. თავად მანდელსონი ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკელი ფინანსისტისგან ფულადი გადარიცხვები მიიღო. შეგახსენებთ, ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.