EPP-ის ინიციატივა - გამოხმაურებები

„ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრები გამოდიან მოწოდებით, შეიქმნას ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის, „ფარას“ ევროპული ანალოგი. ევროპარლამენტარების ნაწილი აცხადებს, რომ ევროპას სასწრაფოდ სჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება. „მილიონობით ევრო, ჩემოდნებში ჩატენილი, იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც არასამთავრობოებად არიან შენიღბული, აყენებენ ძლიერ დარტყმას ჩვენს რეპუტაციას, იმ ხალხს, ვისაც რეალური პოლიტიკის კეთება სურს და პატივს სცემს წესებს. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის „შავი ცხვარი“, რომელიც ჩვენი და მსოფლიოში ყველა ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას ძირს უთხრის“ – ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ წერილში.

აღნიშნულ ინიციატივას გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი.