ეპიდკვლევა სამედიცინო დაწესებულებებში
სამედიცინო პერსონალს, რომელთაც ბათუმში 60 წლის ინფიცირებულ ქალთან ჰქონდა კონტაქტი, სულ 16 გამოკვლეულ პირს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის სასწრაფო დახმარების ორ ბრიგადას, ჯამში ექვს ადამიანს და ორი კლინიკის 10 თანამშრომელს, ტესტები ჩაუტარდათ. ანალიზების პასუხი უარყოფითია.  ამჟამად სოფელ გვარას ამბულატორიასა და ქობულეთის სამედიცინო ცენტრის პერსონალის გამოკვლევა მიმდინარეობს, სადაც ე.წ. ქობულეთის კლასტერის ინფიცირებულები გასული თვის ბოლოს იმყოფებოდნენ.

ბათუმში​ დღეს კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.