აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში მიმდინარე მოვლენები დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთან და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან განიხილა. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „აშშ შეინარჩუნებს მჭიდრო კოორდინაციას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სიტუაციის განვითარებასთან ერთად“, – წერს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი.