ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ხუთი წევრი პოლიციამ გამოკითხა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხუთი წევრი პოლიციამ ღამით გამოკითხა. საქმე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების სოციალურ ქსელში გავრცელებას ეხება. პარტიის ინფორმაციით, მათი ორი აქტივისტი დები ირმა და ინგა ხოროიშვილები აჭარის მთავარი სამმართველოდან თბილისში გადმოიყვანეს. მათი ტელეფონები კი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.