ენერგოკრიზისი ევროპაში

ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გამო ევროკავშირი შეშფოთებულია.

საწვავის ფასები მკვეთრად არის მომატებული. ენერგოკრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად ევროკომისია გარკვეული ზომების გატარებაზე შეთანხმდა, რამაც მომხმარებლები და ბიზნესმენები გაზრდილი ფასებისგან უნდა დაიცვას. ევროკომისია კრიზისის გადალახვის ერთ-ერთ გზად სხვადასხვა ქვეყნიდან გაზის გაზრდილი მოცულობის მიღებას მიიჩნევს. ევროპისთვის ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობის მიწოდებას მომავალი წლიდან გეგმავს აზერბაიჯანი, რომელიც გაზს თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს საქართველოს გავლით აწვდის. ენერგომატარებლების გაძვირების მთავარ მიზეზად გლობალურად გაზრდილი მოთხოვნა სახელდება, ენერგორესურსებზე მოთხოვნის მატებას კი „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ჩაკეტვის შემდგომ, ეკონომიკის აღდგენით ხსნიან.

დატოვე კომენტარი