ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკები ევროპაში 

21:50, 30.10.2026

ევროპა ენერგეტიკული კრიზისის საფრთხის წინაშე – მაშინ როცა ევროპის ქვეყნები გათბობის სეზონისთვის ემზადებიან, ენერგეტიკული უსაფრთხოება ევროკავშირის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ საკითხად იქცა.

საწვავის ხელმისაწვდომობის საფრთხეების ფონზე ენერგეტიკის მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ, რათა მარაგების საკითხი განეხილათ. ევროკავშირის ქვეყნები ბაზარს დიზელის მარაგებს რეზერვებიდან მიაწოდებენ – ამ გზით ისინი მიწოდების პოტენციური დეფიციტის შემცირებას და ბლოკის ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერებას ცდილობენ. ევროკავშირის მინისტრებმა უკრაინის ენერგოსექტორის აღდგენის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხიც განიხილეს.

მსგავსი