ენერგეტიკული ფორუმი თბილისში

15:32, 27.11.2026

Expo Georgia-ში საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი გაიმართა. ღონისძიებამ სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ქართული და საერთაშორისო კომპანიები, პარტნიორები, ინვესტორები, ტექნოლოგიური კომპანიები და ენერგეტიკის სფეროს ექსპერტები ერთ სივრცეში გააერთიანა. წლევანდელი ფორუმის მთავარი მიმართულება იყო საქართველოს ენერგოსისტემის განვითარება. ფორუმის ფარგლებში ოთხი თემატური პანელი გაიმართა. განიხილეს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება, საინვესტიციო გარემო და ახალი ენერგეტიკული პროექტების განვითარება, განახლებადი ენერგიის ქსელში ინტეგრაცია, ენერგიის შენახვის სისტემები და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაცია. ფორუმი საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის და Expo Georgia-ს ერთობლივი პროექტია.

მსგავსი