ენერგეტიკის რეგულირების საერთაშორისო ფორუმი თბილისში
ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმი საქართველოში.
თბილისში სხვადასხვა ქვეყნიდან ენერგეტიკულ საკითხებზე მომუშავე უწყებების პირველი პირები და მარეგულირებლები იმყოფებიან. დღეიდან 24 სექტემბრამდე სფეროს სპეციალისტები სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ და საუკეთესო პრაქტიკას გააზიარებენ. განსახილველ საკითხებს შორის, ფასების მატებისგან მომხმარებელთა დაცვის მექანიზმები, განახლებადი ენერგიის ათვისება, კიბერუსაფრთხოება და სექტორში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება. ენერგეტიკულ ფორუმს თბილისი პირველად მასპინძლობს, ოფიციალური გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობდა.