ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაცია

ელექტროენერგეტიკის ლიბერალიზაციის მორიგი ეტაპი, – ასე ფასდება სექტორში ხვალიდან ასამოქმედებელი წესები.

კომპანიები, რომელთა მიერ ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი თვეში 5 მილიონ კილოვატ-საათს აღემატება, თავისუფალ ბაზარზე გავლენ. ანუ ისინი ელექტროენერგიას „თელასისგან“ ან „ენერგო-პრო ჯორჯიისგან“ აღარ შეისყიდიან და ენერგიის წყაროს თავად მოიძიებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ „სემეკის“ მიერ დაწესებული ტარიფები მათზე აღარ გავრცელდება. შესაბამისად, კომპანიების მიერ ერთ კილოვატში გადასახდელი თანხა, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. ბაზრის გახსნა ევროპულ პრინციპებს ეყრდნობა და მიზანი კონკურენციის წახალისებაა.

სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, როგორ აისახება ახალი მოდელი უშუალოდ კომპანიების საქმიანობაზე და რაც მთავარია, სამომხმარებლო ტარიფზე.