ენერგეტიკული პროექტები

ახალი პროექტებია დაანონსებული ენერგეტიკაში.

დაგეგმილია ბოლო წლებში შეფერხებული რამდენიმე მსხვილი პროექტის დაძვრა, მათ შორისაა „ნენსკრა“ და „ნამახვანი“ ჰესები. ეკონომიკის სამინისტრო პირობას დებს, რომ პროექტები მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტებით აშენდება. მალე სრული სიმძლავრით უნდა ამუშავდეს გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური, ასევე „შუახევიჰესი“, რომელიც ორი წლის წინ აშენდა, თუმცა მალევე გვირაბის რეაბილიტაცია დასჭირდა.

გეგმაშია ახალი ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაც.