ემზარ კვიციანმა „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

დეპუტატი ემზარ კვიციანი „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ პარტიას ის განაწყენებული არ ტოვებს. „ოთხი თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა, დავიხარჯო! არ მინდა, ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა, ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში! მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად! ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზაზე მინდა დავადგე,“ – წერს ემზარ კვიციანი და სხვა განმარტებებს არ აკეთებს.