Empire of the Sun-ის კონცერტი შეკვეთილში

15:29, 27.08.2025

შეკვეთილში, ავსტრალიური მუსიკალური პროექტის, Empire of the Sun-ის კონცერტამდე რამდენი საათი დარჩა. „ბლექ სი არენას“ ეზოში მდებარე front stage -სცენას, მუსიკოსები 21 საათზე დაიკავებენ. სივრცე მელომანებისთვის 18: 30 საათზე გაიხსნება. ავსტრალიური დუეტი პირველად 2008 წელს, სადებიუტო ალბომით Walking on a Dream გამოჩნდა და მსმენელთა გული მაშინვე დაიპყრო. თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საინტერესო შეზავებით Empire of the Sun დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. სამი წარმატებული ალბომის შემდეგ Empire of the Sun შარშან ახალი სტუდიური ჩანაწერით Ask That God დაბრუნდა და მსოფლიო ტურნეც დაიწყო. სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის შემდეგ, ავსტრალიური დუეტი ამჯერად ქართველ მსმენელს შეხვდება.

მსგავსი