ემანუელ მაკრონის პასუხი ტრამპს
საფრანგეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულები, სენ-პიერი და მიკელონი საფრანგეთის ტერიტორიაა. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ რუკას, რომელზეც არქიპელაგი ამერიკის დროშითაა აღნიშნული, საფრანგეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონის თქმით, ეს ტერიტორია „ფრანგულია“ და საფრანგეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ცნობისთვის, სენ-პიერი და მიკელონი საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა და კანადის სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში მდებარეობს.