საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის პარტია დამარცხდა – პირველ ტურში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მარინ ლე პენის „ულტრამემარჯვენე პარტია“ 34%-ით ლიდერობს, 28.1%-ით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3% მოიპოვა.
რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2% მიიღეს. საფრანგეთის მოქალაქეები პარლამენტის ქვედა პალატის 577 დეპუტატს აირჩევენ. არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.