ემანუელ მაკრონის განცხადებით, ონლაინ სამიტის დროს ტრამპმა თქვა, რომ როცა უკრაინაში ომი დასრულდება და მშვიდობა დამყარდება, ამერიკა დაეხმარება ევროპას უსაფრთხოების გაძლიერებაში, მაგრამ ნატო ამ საქმეში არ ჩაერთვება. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ონლაინ სამიტზე ტრამპმა თქვა ისიც, რომ თუ უკრაინა რომელიმე ტერიტორიას დათმობს, მაშინ მას სანაცვლოდ უსაფრთხოების მძლავრი გარანტიები უნდა მიეცეს.