უმსხვილესი დეველოპერული კომპანია 6-მილიარდიანი ინვესტიციით. “ემაარ ჯგუფი” საქართველოში ორ მსხვილ პროექტს განახორციელებს. საინვესტიციო დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილია და მალე სამუშაოები აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს. საუბარია ორ ლოკაციაზე – თბილისსა და გონიოში. თბილისის პროექტი მოიცავს კომერციულ და პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებს, გონიოში კი ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს, რეზიდენციებსა და კომერციულ სივრცეებთან ერთად, იახტკლუბის მოწყობაა დაგეგმილი. პროექტებს საქართველოში ის კომპანია განახორციელებს, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა – „ბურჯ ხალიფა“ და ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი – „დუბაი მოლი“ შექმნა.
შალვა სუმბაძისა და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები