ელიზაბეთ რუდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პირველი კომენტარი გააკეთა. ელიზაბეთ რუდის განცხადებით, დოკუმენტში, რომელიც ყოველწლიურად მზადდება, საქართველოში არსებული მდგომარეობა, ზოგადი შეფასებით, დადებითია, თუმცა არსებობს გარკვეული გამოწვევებიც.

ანგარიში გუშინ გამოაქვეყნდა. ის დემოკრატიის, ადამიანისა და მშრომელთა უფლებების შემსწავლელმა ბიურომ მოამზადა. ყურადღება გამახვილებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე, მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.

ანგარიშში მითითებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ინფორმაციის ერთ-ერთ პირველწყაროს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოადგენენ.