ელისაშვილის ადვოკატების განცხადება
ალეკო ელისაშვილის ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ და ამბობენ, რომ უნდა შეწყდეს ელისაშვილის მიმართ უსაფუძვლო სისხლის სამართლებრივი დევნა. მათი განცხადებით, რამდენიმე საქმის წარმოება მიმდინარეობს, მათ შორის კიდევ ერთი ბრალი, რომელზე მტკიცებულებად პროკურატურამ ოდოროლოგიური კვლევა წარადგინა. ამ საქმის განხილვა უკვე რამდენჯერმე გადაიდო. ადვოკატები მიმართავენ სასამართლოს, განაახლონ საქმის წარმოება.