ელექტრონული მუსიკის ფესტივალი

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სოფელ ციხისძირში, პეტრას ციხის ტერიტორიის ნაცვლად, ქობულეთის ფიჭვნარში, 10 აგვისტოს გაიმართება.

გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნას უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ, ფესტივალის გამართვის გაუქმების მიზნით, ადგილობრივებმა ქობულეთის მერს მიმართეს.

ფესტივალ „ჯორჯიან რეივის“ ორგანიზატორების განცხადებით, საფესტივალო ტერიტორიის ცვლილების გადაწყვეტილება, დაძაბული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად მიიღეს.