ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვა – გამოძიება საბოტაჟის მუხლით

21:03, 25.07.2026

ბოლო ორ დღეში ორჯერ საქართველოს დედაქალაქი და რეგიონების უმრავლესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – გარკვეული დროით გაჩერდა მეტრო და რკინიგზა. ხარვეზის აღმოფხვრა ეტაპობრივად მოხერხდა, თუმცა, დარჩა კითხვები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო, გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებებით უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით მნიშვნელოვანი ობიექტების ფუნქციონირებისთვის ხელშეშლას ან მათ დაზიანებას.

რა არის ამ დროისთვის ცნობილი, მომხდართან დაკავშირებით, დეტალებს გენო ოსიყმაშვილი არკვევდა.

მსგავსი