ელენე ხოშტარიას შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, პოლიციის დეცენტრალიზებისა და შერიფების არჩევითობის ინიციატივას განიხილავს. ოპოზიციის ინიციატივით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოხდება სამართალდამცავი სისტემის სრული დეცენტრალიზება და ხალხი საკუთარი რაიონის შერიფს ტერიტორიული ერთეულების მიხედვით აირჩევს. ელენე ხოშტარიას თქმით, მსგავსი მასშტაბური რეფორმის განხორციელების პროცესში, არასამთავრობო სექტორისა და სფეროს სპეციალისტების აზრი, ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.