ელენე ხოშტარიას გამოხმაურება

ელენე ხოშტარია საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებული ცნობები მასთან იყო შეთანხმებული. „ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე, რომელიც შოთამ ბრიფინგზე თქვა. რეჟიმთან რაიმე დისკუსიაში შესვლის არანაირი სურვილი არ მაქვს., მეგობრებო, როგორც გუშინ შეგატყობინეთ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება. როგორც კი მკურნალობის რეალური გეგმა შედგება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვაცნობებ.” – დაწერა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში.