ელენე ხოშტარიამ დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა. ხოშტარიამ ე.წ. მატროსოვის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი განცხადებით, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ის სოლიდარულია 20 ივნისის ღამეს დაკავებულთა მიმართ. მისივე თქმით, ოქრუაშვილი უსამართლოდ დააკავეს.