მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებისა და მოწოდების მიუხედავად, ელენე ხოშტარია შიმშილობას არ წყვეტს. პარტია „დროას“ ლიდერი, ყოფილ პრეზიდენტს მიმართვისთვის მადლობას უხდის, თუმცა აცხადებს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია, ის პროტესტს გააგრძელებს. ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას გონივრულს უწოდებს და ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებისა და მიხეილ სააკაშვილის კომპრომისის შემდეგ, კრიზისის განმუხტვისთვის ნაბიჯი ახლა ხელისუფლებამ უნდა გადადგას.