ელდარ შენგელაიას ფილმების რესტროსპექტივა
ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა იწყება.
ეროვნული არქივის კინოთეატრში დღეიდან ელდარ შენგელაიას ფილმებს აჩვენებენ. რეტროსპექტივა ფილმით „თეთრი ქარავანი“ გაიხსნა, რომელიც შენგელაიამ რეჟისორ თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს გადაიღო. 9, 20 და 21 სექტემბერს კი მაყურებელი ნახავს შემდეგ ფილმებს: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „მრავალჟამიერი/ტრილოგია“.
ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.