26 იანვარი ელდარ შენგელაიას დაბადების დღეა, ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორი დღეს 93 წლის გახდებოდა.
ელდარ შენგელაია მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორი იყო. მას ეკუთვნის ფილმები: „თეთრი ქარავანი,“ „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „შერეკილები,“ „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი.“ ყველა მათგანი ქართულ კინოს კლასიკას წარმოადგენს. ელდარ შენგელაია იყო 1990-1991 წლების საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და 1991 წლის 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი. არჩეული იყო საქართველოს მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრად, ხელმძღვანელობდა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.