ელდარ შენგელაია 85 წლის გახდა

იუბილარი რეჟისორი და იუბილარი ფილმი. ელდარ შენგელაია დღეს 85 წლის გახდა, მისი კინოშედევრი „არაჩვეულებრივი გამოფენა“ კი 50 წლის წინ გამოვიდა ეკრანებზე. რეჟისორი ნახევარი საუკუნის შემდეგ კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ თუ ფილმს დღესაც უყურებს მაყურებელი, ეს ნიშნავს, რომ არაჩვეულებრივი გამოფენა შედგა.

რეზო გაბრიაძის სცენარმა, გია ყანჩელის მუსიკამ და მსახიობების შემადგენლობამ ფილმს გამოსვლისთანავე დიდი წარმატება მოუტანა.

უახლოეს მომავალში მოსკოვიდან ,,არაჩვეულებრივი გამოფენის” და ,,შერეკილების” ორიგინალური ვერსიების ჩამოტანა და მათი ციფრულ მატარებლებზე გადატანა იგეგმება.

ელდარ შენგელაის დღეს ლიზა ციციშვილი შეხვდა