ელჩების პოზიცია

ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს დიპლომატები ეხმაურებიან. ევროკავშირის ელჩის განცხადებით,  მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა ინკლუზიურ ფორმატში წარიმართოს, პროცესში იყოს ჩართული სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი. კომენტარი გააკეთა გერმანიის ელჩმაც. საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს მოხდება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროპა დაეხმარება საქართველოს, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს.