ელჩების მინისტერიალი

უკვე მეორე დღეა, რაც საქართველოს პარლამენტი ელჩების კონფერენციას მასპინძლობს.

ამ წუთებში დიპლომატები და დეპუტატები საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე მსჯელობენ. დღეს განსახილველ თემებს შორის რეგიონული უსაფრთხოება და ჰიბრიდული გამოწვევებიცაა. ელჩების კონფერენციის ფარგლებში, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდაც გაიმართება, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და ბიზნესმენები დაესწრებიან.

კონფერენცია 2 დღეში დასრულდება.