ელჩების კონფერენცია 2024

ელჩების კონფერენცია საერთაშორისო კრიტიკის ფონზე – როგორ ესახებათ დიპლომატებს შექმნილ ვითარებაში პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია მათი როლი საქართველოს შესახებ დეზინფორმაციული კამპანიების სათანადოდ გამკლავებაში.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ხშირად ხდება უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და პროგრესი არ უნდა რჩებოდეს შეუმჩნეველი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის – თათია ტაბეშაძე დეტალებით.