„ეკოსერვის ჯგუფის“ განახლებული ავტოპარკი
თბილისში გამწვანების სამუშაოებისთვის ახალ ტექნიკას გამოიყენებენ. მწვანე საფარის დასაცავად და რეკრეაციული სივრცეების მოვლა-პატრონობისთვის დედაქალაქის მთავრობამ 40-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სპეციალური ტექნიკა შეიძინა. ტექნიკური საშუალებები თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და სხვადასხვა მექანიზმითა და ხელსაწყოთია აღჭურვილი, რაც პარკებსა და გამწვანებულ ზონებში სხვადასხვა გამწვანებით სამუშაოს მეტ ეფექტურობას და თანამედროვე მიდგომების დანერგვას უზრუნველყოფს. მათ შორისაა ტექნიკა ხეების დასარგავად და გაზონების მოსაწყობად. თბილისში მწვანე ზონების შექმნა და ქალაქის გამწვანება მერიას ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული.