ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა 3.5 პროცენტი იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2019 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა დაფიქსირდა ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების, საფინანსო საქმიანობის, ასევე უძრავი ქონებით ოპერირების დარგებში.

რაც ეხება კლებას, თოდრაძის თქმით, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის სექტორებში.