ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა

საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის 289 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიან მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმება შედგა. თანხა საქართველოს კვოტის 100%-იან ოდენობას ითვალისწინებს. ხელისუფლების ეს პროგრამა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და განმტკიცებაში უნდა დაეხმაროს.