ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 6 %-ით გაიზარდა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი – 7.4 პროცენტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ეკონომიკის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.