ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

ეკონომიკური ზრდა 14-წლიან მაქსიმუმზეა. 2021 წელი საქართველომ ორნიშნა 10.6%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულა. გასული წლის დეკემბერში კი 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.6 % შეადგინა. პანდემიის მძიმე შედეგების მიუხედავად, ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. კლება მხოლოდ მშენებლობის დარგში დაფიქსირდა.

რა ფაქტორებს უკავშირებენ სპეციალისტები სწრაფი აღდგენის ტემპს და როგორია 2022 წლის პროგნოზი, – შალვა სუმბაძე დეტალებით.