ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

პანდემიის ფონზე პირველად დაფიქსირდა მკვეთრი მატება ეკონომიკურ მაჩვენებლებში.

აპრილში ეკონომიკის თითქმის 45%-იანი ზრდა გამოვლინდა. განსაკუთრებით დადებითი ტენდენციაა სამშენებლო, სამრეწველო, სასტუმრო და სარესტორნო სფეროებში. პანდემიის პირველი ტალღის თანმდევი მკვეთრი ვარდნის შემდეგ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მონაცემები საგრძნობლად არის გაუმჯობესებული, რასაც მთავრობა და ექსპერტთა ნაწილი საზღვრების გახსნით, გზავნილების და ექსპორტის ზრდით და დადებითი მოლოდინებით ხსნიან. საქსტატის დღევანდელი რიცხვები უკვე გახდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვის მიზეზი. ახლა მთავარია, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მოქალაქეთა შემოსავლებზე და ფასებზე აისახოს.