ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

12:24, 30.06.2026

2026 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 6.4 პროცენტით გაიზარდა, 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი – 7.8 პროცენტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.

მსგავსი