საქსტატის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2025 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 7.7 % შეადგინა, იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი კი – 9.4 %-ია, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამ ტენდენციის შენარჩუნებაა და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება გრძელდება.