მსოფლიო ბანკმა 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 8.8%-მდე გაზარდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში 2022 წელს წარმოებული პროდუქციის მოცულობა 5.6 პროცენტით გაიზრდება, რაც ასევე უსწრაფესია ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის.
ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა მეტწილად განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნისა და ფულადი გადარიცხვების მატებით, ისევე, როგორც ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით.