იანვარში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი შენარჩუნდა.
მონაცემი 11,1%-ს შეადგენს. მთავარ ხელშემწყობ სფეროებად ვაჭრობა, ტრანსპორტი, დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და სამეცნიერო საქმიანობა სახელდება. სპეციალისტები ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე დადებით ფაქტორად მიიჩნევენ ექსპორტის ზრდას და ტურიზმსაც. მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოლოდინია, რომ 2025 წლისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზს გადააჭარბებს. ოპტიმისტური პროგნოზის ერთ-ერთ საფუძვლად 2024 წლის მონაცემებს მიუთითებენ.