ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

საქსტატის ახალი მონაცემებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი ნარჩუნდება. საუბარია ბოლო ცხრა თვის სტატისტიკაზე.

უძრავი ქონების გარდა ზრდის ტენდენციაა ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში. მთავრობა გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ტურიზმის და ექსპორტის ზრდას უკავშირებს. მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე გაზრდილია მოთხოვნა ელექტრენერგიაზე, რის გამოც ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების საკითხი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ენერგეტიკის სექტორის მხარდასაჭერად მთავრობა ინვესტორებს ახალ სქემას სთავაზობს.